logo_geo
ბესო ჩუბინიძე: ეს ოფიციალური დოკუმენტი დღემდე ძალიან ცოტას თუ აქვს ნანახი...
- +

7 დეკემბერი. 2016. 13:08



„ეს ოფიციალური დოკუმენტი დღემდე ძალიან ცოტას თუ აქვს ნანახი, - ახლა უბრალოდ მინდა განვმარტო, რა ხდებოდა - 2008 წელს „მეგას" ცერემონიაზე მინდოდა პატიმარ ჯაბა ბოჯგუას მოწვევა ბადრაგის თანხლებით და მისი დაჯილდოება (არ მახსოვს, რა ნომინაციაში)....

 

იმ დროს რაღაც გვაწყენინა ჯაბამ (არც ეგ მახსოვს, რა) და ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე, მაგრამ ადამიანურმა ფაქტორმა იმოქმედა ჩემში და რა თქმა უნდა, მინდოდა, მცირე რეაბილიტაციის ფორმატში, როგორც მომღერალი, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა დაპატიმრებამდე და კონცერტს კონცერტზე ატარებდა, „მეგაზე" გაგვემხნევებინა.

 

ჯაბას ციხეში ტელეფონით ველაპარაკე ამ თემაზე და არც ის დამავიწყდება, ადამიანური ბოდიში რომ მომიხადა იმ ამბისთვის (რომელიც არ მახსოვს, მართლა).... ჰოდა, მაშინდელ სასჯელაღსრულებას გავუგზავნე წერილი და თხოვნა, გამოეშვათ ციხიდან 2 საათით და სცენაზე გაეშვათ.... იქ, სადაც ჯაბა ბოჯგუა ძალებს აკრეფდა, ზუსტად ვიცი, სამწუხაროდ, ეს პასუხი მივიღეთ მათგან... - დღეს 2016 წელია, დღეს რა დღეშია ჯაბა ბოჯგუა (ბევრისგან მიტოვებული), ყველამ იცის, თუნდაც ჩემი გადაცემებიდან და რეპორტაჟებიდან... ამიტომაც გადავწყვიტე, რომ 2016 წლის „მეგას" ცერემონია - ჯაბას პრობლემის ცნობადობის აწევას და მის პრობლემას მიეძღვნას.... სულ ესაა!" - წერს ჩუბინიძე. 


 

 

 

big_banner
არქივი