logo_geo
არჩილ გამზარდია: კახიშვილმა, პრაქტიკულად, სასწაულები მოახდინა სასჯელაღსრულების სივრცეში!
- +

7 დეკემბერი. 2016. 13:09



„დღეს ძალიან აკრიტიკებდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ბევრი დაქირავებული ჰყავს და ხარჯებიო, მინისტრი უნდა გაუშვან მაგის მერეო და ა.შ. მე მგონია, რომ ძალიან უსამართლო კრიტიკას ჰქონდა ადგილი და გეტყვით, რატომ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

 

„პირველი, რომ კახა კახიშვილმა რაც ჩაიბარა ეს სამინისტრო და რაც გახადა, შედარებაც კი არ ითქმის, კახიშვილმა პრაქტიკულად სასწაულები მოახდინა სასჯელაღსრულების სივრცეში; არ ვამტკიცებ იმას, რომ შესაძლოა, იდეალური იყოს სადმე ვითარება, ასეთი ვითარება, ზოგადადაც, თეორიულადაც შეუძლებელია არსებობდეს, მაგრამ რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სამინისტრო ან ზოგადად, ამ მიმართულების უწყება არსებობს, პირველად გახდა ადამიანებთან დაახლოებული, სახელმწიფოსგან დაცული, პროგრესზე ორიენტირებული და ა.შ.

 

ნამდვილად არ დამენანება დადებითი შეფასებების გამოთქმა. კახი კახიშვილი ის უიშვიათესი მინისტრია, რომელიც დღემდე არცერთ პრემიას არ იღებს, გავრცელებული ინფორმაციით და არც დანამატებს.

 

მე, როგორც მოქალაქე, როგორც გადამხდელი, ნამდვილად ვენდობი ამ ადამიანს, ერთ-ერთი იშვიათი მინისტრია, რომელმაც სისტემა შექმნა, გააუმჯობესა და ა.შ.

 

ყველას ვთხოვდი, პირველ რიგში, ჩემს თავს და სხვებს, რომ ხელისუფლების კრიტიკაში ვიყოთ ობიექტურები, არადაინტერესებულები და გულწრფელები, ვის-ვის და, ამ ადამიანს კრიტიკა უბრალოდ არ ეკუთვნის; რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს ან საშტატო განრიგზე, ან დაქირავებულთა რაოდენობაზე, ეს სხვა საქმეა, ნებისმიერი წინადადება შეიძლება ჩვენი მხრიდან იყოს გამოსადეგი", - წერს გამზარდია.




 

big_banner
არქივი