logo_geo
თეა პერტაია: მინდა, მადლობა გადაგიხადოთ...
- +

2 სექტემბერი. 2017. 12:23



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ახლა, როცა საველე შტაბის გარშემო თქვენი ცნობისმოყვარეობით სავსე ხმები აღარ ისმის, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ... ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი... აქ, უმძიმესი დღეების განმავლობაში, ხანძრების დროს, იყო ალტერნატიული გმირობის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადების მაგალითებიც, რაც ჩემი თვალით ვნახე და ამიტომ უდიდეს პატივს გცემთ...

 

მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს ურთულესი პერიოდი მეხანძრეების მხარდამხარ მუშაობდნენ, მათთან ერთად ფხიზლობდნენ, მათ გმირობასა და თავგანწირვაზე უყვებოდნენ ქვეყნის მოსახლეობას და არა მარტო... ეს ამ ცეცხლს შეჭიდებული ბიჭებისთვის დიდი სტიმულია... მადლობა", - წერს თეა პერტაია.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი