logo_geo
გელა ზედელაშვილი გიგი უგულავას: ნუთუ მიტოვებულად არ გრძნობ თავს? წესით უნდა გრძნობდე!
- +

3 სექტემბერი. 2017. 16:54

 


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„ციხიდან ახლად გამოსული გიგი  უგულავა უკვე გაგიჟდა. ბათუმში ჩასულა დავით (ჩანგალა) ბაქრაძესთან ერთად და აცხადებს:

 

„ბათუმს სჭირდება მერი, ვინც გარეუბნებს მიხედავს; იმ ბათუმელებს მიხედავს, ვინც განვითარებას ვერ აყვა და მიტოვებულად გრძნობს თავს; ვინც ინვესტორის და სტუმრის დემონიზების გარეშე, შეძლებს განვითარების შენარჩუნებას. მე ვფიქრობ - ასეთი ადამიანია პეტრე ზამბახიძე".

 

ესე იგი, ვინც განვითარებას ვერ აჰყვა, ვინც მიტოვებულად გრძნობს თავს, ვისაც ნევროზი და უფულობა აწუხებს, იმას მიხედავს პეტრე. კი, მაგრამ პეტრე პოლიტიკოსია თუ ფსიქიატრი? თუ ამდენი შეუძლია, მაშინ ჯერ შენ გაესინჯე, გიგი, ნუთუ მიტოვებულად არ გრძნობ თავს? რავი, წესით უნდა გრძნობდე!!!" - წერს ზედელაშვილი.










 


 

big_banner
არქივი