logo_geo
ნინო ჯღარკავა გია ბარამიძეს: არ გრცხვენია მაინც ამ სიტყვების?
- +

5 სექტემბერი. 2017. 11:54


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამაზე დიდი უტიფარი კაცი გეგულებათ სადმე? აფრასიძეები ისე ამოხოცე, თვალი არ დაგიხამხამებია, იქვე კუბდარი მოითხოვე და სვანებს საფლავებიც წაუბილწე. კალაძეზე ენას როგორ ატრიალებ საერთოდ?! ბორჯომი იწვოდა და შენ ქალთან ერთად ცხენზე ჯირითობდი იმ დროს, მართლა ნამუსი თუ გაქვთ საერთოდ? მინისტრი იყავი და ყაყაჩოს თესლი საჯაროდ ზარ-ზეიმით ისე დაწვი, თითქოს ჰეროინის „პაჭკები" ყოფილიყო! ეს იყო მთელი შენი წარმატება... არ გრცხვენია მაინც ამ სიტყვების? სინდისიც მაქვს შენგან განსხვავებით, ნამუსიც და ჩემი ხმაც კახა კალაძეს!" - წერს ჯღარკავა.

 

გია ბარამიძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე კახა კალაძესთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს მოაზროვნე ადამიანმა ხმა არ უნდა მისცეს. 


 

big_banner
არქივი