logo_geo
ნინო ჯღარკავა: დაბადების დღეს ვულოცავ ნუნუკა თამაზაშვილს!
- +

6 სექტემბერი. 2017. 11:16


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გამორჩეულად მიყვარს ეს გოგო... 4 შვილის დედა, ულამაზესი, უსაყვარლესი, კეთილი, პრინციპული, სამართლიანი და პატრიოტი! დაბადების დღეს ვულოცავ ნუნუკა თამაზაშვილს, უფლის წყალობა, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება არ მოკლებოდეს, გაუმართლა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ასეთი მებრძოლი მეუღლე ჰყავს, ამიტომ არის მათი ოჯახი ასეთი მყარი, ერთგულებით გამორჩეული და თითით საჩვენებელი საქართველოში! მიყვარხარ, ნუნუკა, და მუდამ გქონდეს ჩემი იმედი! უამრავი წარმატება გეზეიმოთ შენ და ირაკლის ერთად, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი