logo_geo
გია გაბრიჭიძე: „ხრუშჩოვის სინდრომი“ ქართულ პოლიტიკაში
- +

7 დეკემბერი. 2016. 19:52

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ქართველ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„ხრუშჩოვის სინდრომი" ქართულ პოლიტიკაში:

 

ამ ბოლო დროს, „ნაცებში" განვითარებულმა მოვლენებმა და იმ შედეგებმა, რაც მმართველ კოალიციაში არჩევნებამდე მოხდა, ნათლად აჩვენა რომ პოლიტიკურ პარტიაში ლიდერის როლი განუსაზღვრელია.

 

მიუხედავად იმისა რომ ერთ მხარეს პარლამენტის წევრები, ძლიერი იდეოლოგისა და პიარ-სპეციალისტის, გიგა ბოკერიას მეთაურობით დადგნენ პარტიის არც ისე წარმოჩინებული „ლიდერების" და პარტიის ფანატიკოსი წევრების პირისპირ. სააკაშვილის ფაქტორმა თვისი გააკეთა და სექსის საერთაშორისო დღეს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს შეკრებაზე, მიშისტებს 25:24-ზე მოაგებინა. რაც, სავარაუდოდ იანვრის ყრილობაზე ოფიციალურად გაფორმდება.

 

ასევე მოხდა მეორე პოლიტიკურ ველზეც. კოალიციიდან გასული პოლიტიკური ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ასე თუ ისე წარმოჩენილნი იყვნენ, ივანიშვილის ფაქტორის გარეშე თითქმის გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან და ველზე თავის შენარჩუნების მიზნით, რაღაც უცნაური გადაჯგუფებები დაიწყეს.

 

იმის თქმა, რომ ზემოთ ნახსენები „განდგომილები" ფინანსური რესურსის გარეშე დარჩნენ, სისულელეა, რადგანაც მათს ყულაბაში გასული ოთხი წლის განმავლობაში საკმაო თანხა იქნა დაგროვილი. ხოლო „ნაცების" შემთხვევაში, „განდგომილებს" შეიძლება უფრო მეტი რესურსიც ჰქონდეთ, ვიდრე ფანატიკოსებს.

 

რაც შეეხება „ხრუშჩოვის სინდრომს", რაც ქართულ პოლიტიკაში ყოფილი ლიდერების კრიტიკით (ძალიან რბილად ვამბობ) გამოიხატა, კარგი არავისთვის მოუტანია და ეს ყველაფერი დღესაც სახეზე გვაქვს",- წერს გაბრიჭიძე.










 


 

big_banner
არქივი