logo_geo
ნინო ჯღარკავა: ვზივარ და ვტირი...
- +

6 სექტემბერი. 2017. 13:28



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემმა პატარა მეგობარმა ლადო შონიამ პირობა მომცა, სოხუმში როცა ჩავალ, ფოტოებს გადავიღებ და გამოგიგზავნიო. ეს პირობა შემისრულა და უამრავი ფოტო მომცა... ვზივარ და ვტირი, თითქოს მაგნოლიების სუნი შემოვიდა... ზღვაც ხომ სულ სხვანაირი იყო... ზოგი ქუჩა მეცნო, ზოგიც ვერა... სოხუმი ჩვენი ტკივილია, სოხუმი ის სევდაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება...

 

აქ ჩემი ბაბუის საფლავია, ჩემი უდარდელი ზაფხულის არდადეგებია, მე ჩემი წილი სოხუმი მაქვს", - წერს ჯღარკავა. 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი