logo_geo
მამა პეტრე: ოპერაციის მერე პირველი ლექსი, რომელიც თქვენ გეძღვნებათ...
- +

6 სექტემბერი. 2017. 21:18


მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ოპერაციის მერე პირველი ლექსი, რომელიც თქვენ გეძღვნებათ...

 

თქვენ, თქვენ, თქვენ...

მზეს ფოთოლცვენის დაეტყო ფერი,

მე დაბადება თავიდან მსურდა...

ზოგჯერ მგონია ბოლოჯერ ვმღერი,

გული თუ გიცემს გეტკინოს უნდა...

ცამ ნაცრისფერი ნისლი გარიყა,

სექტემბრის მთვარე მიიკრა გულთან.

რას ამბობ, რაღამ გამაღარიბა...

უბრალოდ, გული მეტკინოს უნდა...

დაეტყო ბალახს უდაბნოს ნირი,

მეჩურჩულება სიცოცხლე ყურთან...

მიყვარხართ მეთქი, ვდგავარ და ვყვირი...

და გული ასე გამისკდეს უნდა..." - წერს მამა პეტრე კვარაცხელია.


 

big_banner
არქივი