logo_geo
ზაზა დავითაია მიხეილ სააკაშვილზე: წამით არ დავფიქრდებოდი, ამ ნაძირალას ისე გავუხვრეტდი შუბლს!
- +

8 სექტემბერი. 2017. 11:28


ჟურნალისტი ზაზა დავითაია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არასოდეს ვყოფილვარ შურისმაძიებელი... მტრისთვისაც მუდამ მიტევების მოტივს ვეძებდი, მაგრამ... ახლა საჯაროდ ვაცხადებ:

 

მე პოტენციური მკვლელი ვარ! მკვლელი ვარ იმ უტიფარის, რომელიც ახლა ტელევიზორის ეკრანიდან დასცინის მისგან დატანჯულ, სისხლისგან დაცლილ, უღვთოდ ნაწამებ ქართველ ერს და საზოგადოებას!

 

ცხოვრებაში ქათამიც არ დამიკლავს, მაგრამ წამით არ დავფიქრდებოდი, ამ ნაძირალას ისე გავუხვრეტდი შუბლს! დიახ, ეს არის ქართველი ხალხის, ასევე მართლმადიდებლობის მტერი და ვიდრე არ ჩაძაღლდება, ჩვენს ქვეყანას სიმშვიდე და წინსვლა არ უწერია!!!

 

ეს არის ზნეობრივი კაცობრიობის მტერი და ანტიქრისტე!

 

ძირს სააკოვი და მისი უზნეო რიტორიკა!!!

 

ქართველი და უკრაინელი ხალხების დაუნდობელი რისხვა სისხლისმსმელ, სოციოპათ არაკაცს!" - წერს ზაზა დავითაია.


 

big_banner
არქივი