logo_geo
დავით ოქიტაშვილი: მივესალმები ამირან ზენაიშვილის გადაწყვეტილებას...
- +

8 სექტემბერი. 2017. 15:31



კულტურის პალატის პრეზიდენტი, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მივესალმები პროფკავშირის ახალგაზრდა ლიდერის, ამირან ზენაიშვილის გადაწყვეტილებას, კენჭი იყაროს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე!

 

ძალიან მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, დამდგარიყო ჩვენს გვერდით, პეტრიაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში!

 

ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად ვიბრძოლებთ ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობისთვის და ვიმედოვნებ, ერთად დავამარცხებთ პეტრიაშვილის დიქტატურას!" - წერს ოქიტაშვილი. 


 

big_banner
არქივი