სოციალური ქსელი Facebook ახალი ფუნქციის ტესტირებას ატარებს, რომლის მეშვეობით ქსელში დამეგობრებული ადამიანები რეალურ ცხოვრებაში შეძლებენ შეხვედრას.
ურთიერთთანხმობის საფუძველზე საუბრები ფუნქციურად ძალიან ჰგავს ონლაინ-გაცნობის სერვისის აპლიკაციას - Tinder. თავად Facebook ამ სიახლეს „შეხვედრის ახალ შესაძლებლობას" უწოდებს.
Facebook-ის ახალი ფუნქცია შემდეგი სახით იფუნქციონირებს: სოციალურ ქსელში მეგობრების სიიდან შეარჩევს იმ მომხმარებლებს, რომელთა ნახვაც შეიძლება გინდოდეთ. კომუნიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ ორივე მხარე გამოთქვამს შეხვედრის სურვილს. მანამდე ნებისმიერი შეკითხვა ან პასუხი პრივატულ ველში რჩება.