logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: აღიარა მეგის ქარდავას ჯიგიტმა...
- +

8 დეკემბერი. 2016. 01:32


„აღიარა მეგის ქარდავას ჯიგიტმა, მე ვიყავი - ოღონდ მთვრალი ვიყავიო",- ამ სიტყვებით „ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მეგის ქარდავას გარემოცვის მხრიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატზე განხორციელებულ მუქარას ეხმაურება.


„აღიარა მეგის ქარდავას ჯიგიტმა, მე ვიყავი - ოღონდ მთვრალი ვიყავიო.

 

რასაკვირველია, იმ საზიზღარი პერსონაჟებისგან, ვინც ამტკიცებდა, რომ ლელა ქებურიამ თავად "მოუწყო" საკუთარ თავს მუქარა, ბოდიშის მოხდასაც არ ველი.

 

მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ეთიკის ხალხი ცდილობს ენმ-ის მართვის ხელში ჩაგდებას",- წერს ჩერგოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ლელა ქებურიამ, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" კვოტით მოხვდა, სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინება გამოაქვეყნა. ვინმე ნიკა ლოგუა დეპუტატს სწერს, რომ მეგის ქარდავას დეიდაშვილია და მას, როგორც ბოკერიას გუნდის წევრს, პასუხი მოეთხოვება.

 

„გავიგე, თურმე ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და პასუხი გექნებათ გასაცემი. ჭკვიანად იყავით, ჭკვიანად", - წერს ნიკა ლოგუა ლელა ქებურიას.

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი