logo_geo
აკა სინჯიკაშვილი: სამოთხეა აქაურობა და მარტო 5 ადამიანი ცხოვრობს...
- +

9 სექტემბერი. 2017. 03:25


სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

 

„როცა ისეთ მიტოვებულ სოფლებში აგვაქვს პროდუქტი, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე ძნელი სანახავი მიტოვებული სახლებია. ეს სახლი ჯერ არ დანგრეულა, ფეხზე დგას. ხეები ამოვიდნენ იატაკიდან და მაინც მაგრად დგას. ააშენეს, გაალამაზეს, დასახლდნენ, მერე ქალაქისკენ გაუწიათ გულმა და ყველა წავიდნენ უკვე ძალიან ბევრი წელია. შიგნით თუ შეხვალ, ხმის ამოღების გრცხვენია, თითქოს სხვები უნდა ყვიროდნენ აქ და შენ ეტენები. გეფიცებით სამოთხეა აქაურობა და მარტო 5 ადამიანი ცხოვრობს. ასეთი ადგილები ყოველდღე მრავლდება, გიჟებივით იკეტება სახლები ყოველ წელს მთიან სოფლებში. ნუ დაკარგავთ ასეთ სახლებს რა, მერე ბევრი წლის შემდეგ მოგინდებათ სახლი ამ სამოთხეში და აღარ გექნებათ. საჭმელიც უჭირთ ზოგჯერ და სასმელიც. ასჯერ მიფიქრია მეც აქედან გაქცევაზეო, ასე მითხრა აქაურმა კაცმა, მაგრამ მეც რომ წავიდე, სოფელში მამალიც აღარ დაიყივლებს და იქნებ ტყეში გზა აებნა კაცს, ერთი სახლიდან კვამლი ხომ უნდა ამოვიდეს სოფელშიო. წაახალისეთ სოფელში წასვლის მსურველები, აქ დენი და გაზი არ არის და აბა ვის მოუნდება მგელივით ტყეში ცხოვრება. #საქართველოლამაზია" , - წერს სინჯიკაშვილი. 


 

big_banner
არქივი