logo_geo
ზაზა სიამაშვილი: 77 წლის გახდა ჩემი უცვლელი რექტორი...
- +

8 დეკემბერი. 2016. 03:20



„როგორ უნდა გიყვარდეს, - ჰკითხე მას! როგორ უნდა იმეგობრო? - მისგან აიღე მაგალითი! როგორ უნდა უყვარდე ხალხს? - მისი ადამიანებისადმი დამოკიდებულებით გაიჟღინთე...",- ამ სიტყვებით ლექტორი ზაზა სიამაშვილი  როინ მეტრეველს სოციალურ ქსელში 77 წლის იუბილეს ულოცავს და ფოტოს  აქვეყნებს.

 

„77 წლის გახდა ჩემი უცვლელი რექტორი... 7 დეკემბერს 77 წლისა... 7 ხომ თავად მაგიური და, როგორც ამბობენ ნუმეროლოგები, ბედნიერების და წარმატების მომტანი ციფრიაო... დღეს სამი ცალი შვიდიანით სეხვდა ჩემი უცვლელი რექტორი დღეობას... ძალიან მეამაყება, რომ მის უმცროს მეგობართა რიცხვს ვეკუთვნი უკვე 32 წელია... 16 წელი იქით საუკუნეში, 16 აქეთ.... 1+6, ესეც ასევე შვიდი...

 

ხუმრობა იქით იყოს და, როგორ არ უნდა ვიამაყო ბატონი როინის უმცროსი მეგობრობით?! რამდენი რამ ვისწავლე მისგან... არა, ის არასდროს ყოფილა ჩემი უშუალო ლექტორი, მაგრამ მისი ცხოვრებით, მისი სტილით, მისი აკადემიურობით, ის დიახ ერთი დიდი, ვეებერთელა აკადემია გახლავთ...

 

როგორ უნდა გიყვარდეს, - ჰკითხე მას! როგორ უნდა იმეგობრო? - მისგან აიღე მაგალითი! როგორ უნდა უყვარდე ხალხს? - მისი ადამიანებისადმი დამოკიდებულებით გაიჟღინთე... როგორ უნდა იყო სანიმუშო და სასურველი თამადა, სუფრის თავკაცი? - მის საუბრებს მოუსმინე, იმ სალხინო თუ საჭირისუფლო ტრაპეზთან ჩამოჯექი და სხვა არაფერი ისურვო... როგორი უნდა იყოს ნამდვილი, ჭეშმარიტი რექტორი??? ოოო, აი, ეს ყველაზე იოლია, - შეხედეთ რა ხდება დღევანდელ უნივერსიტეტში და საპირისპირო წარმოიდგინეთ, ან გაიხსენეთ!

 

მენატრება ის უნივერსიტეტი, მენატრება ის პერიოდი, როცა ჩემი ფანჯრებიდან ვხედავდი, ღამის 11-12 საათს გადაცილებული იყო და ის კიდევ უნივერსიტეტში იყო... თავკაციც ის იყო და კარისკაციც, სარდალიც იყო და ჯარისკაციც... ჩემთვის იყო, არის და იქნება.... გილოცავთ ბატონო როინ, გილოცავთ და ჩემს თავს, თქვენს მეგობრებს, თქვენს ოჯახს ვუსურვებ - კიდევ მრავალჯერ მოგველოცოს თქვენი დღეობა! ჩემს ქვეყანას კი ვუსურვებ, შვიდი როინ მეტრეველი მაინც ჰყავდეს, როგორ იქნებ გონს მოეგოს, გულით უყვარდეს ქვეყანა და საქმე....

 

მინაწერი: ფოტოს ვეძებდი და აი, შავ-თეთრი მომეწონა, ფერადების, ზედმეტი პალიტრის გარეშე, რაც არის, როგორც არის - ნაღდი და შეულამაზებელი! ასეთია ჩემი უცვლელი და დიდი რექტორი!",- წერს სიამაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი