logo_geo
მაია კახიძე: გილოცავ, ნანა, დაბადების დღეს!
- +

14 სექტემბერი. 2017. 11:34



ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„უძალიანმაგრესმა პოეტმა ნანა ცინცაძემ წელიწადის უმშვენიერეს დროს, შემოდგომას გადაწყვიტა დაბადება და 14 სექტემბერს გაახარა კიდეც ოჯახი და შემდგომში მისი შეუდარებელი პოეზიის თაყვანისმცემლები და მომღერლებიც, იმიტომ, რომ ნანას საუცხოო ლექსებზე უამრავი ცნობილი ჰიტია შექმნილი, მსმენელს რომ ძალიან მოგვწონს და გვიყვარს. თან, პროფესიით ექიმი - პოეტი, თავადაც დიდი არტისტული ნიჭით არის დაჯილდოებული. მისი საღამოები მუდამ გამორჩეულია ქარიზმით და ქართული სიტყვის სიყვარულითაა სავსე. კიდევ ის მაოცებს მასში, რომ საკუთარ შემოქმედებას სულ ზეპირად კითხულობს. ეს დიდი ნიჭია და ნანა ცინცაძე სწორედ ასეთი განუმეორებელია.

 

გილოცავ, ნანა, დაბადების დღეს! ულევი წარმატება და ულევი ბედნიერება მინდა გისურვო!" - წერს მაია კახიძე. 


 

big_banner
არქივი