logo_geo
მაკა რაზმაძე: უკვე მეშინია სტატუსების დადება... რა გჭირთ, ადამიანებო?
- +

8 დეკემბერი. 2016. 17:51



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:


„უკვე მეშინია აქ სტატუსების დადება. რაც უნდა პოზიტიური თემა იყოს, ან გინდაც უბრალოდ ფოტო - მაშინვე გაჩნდებიან „სიმართლის სახელით" საძაგლობების და გაბოროტებული ტექსტების ავტორები და დაშხამავენ ყველაფერს...

 

რა გჭირთ, ადამიანებო? ათასჯერ ვყოფილვარ სრულიად უკაპიკოდ, მარტოც შევხვედრივარ ახალ წელს, დილის გათენებისაც მეშინოდა - იყო დღეებიც, მაგრამ ასე გაბოროტებული არასდროს ვყოფილვარ.

 

თუ საკუთარი თავი თვითონ არ დამუხტეთ პოზიტივით, თუნდაც ყველაზე მძიმე მომენტებში, თუ არ შეებრძოლეთ, ცხოვრებას ეგონება, რომ სწორედ მასეთი ხართ, მოგწონთ ეგ პოზიცია და დაგტოვებთ უფულოს, მშიერს და გაბოროტებულს. ასე რომ, შემოუძახეთ თავს", - წერს მაკა რაზმაძე.




 

big_banner
არქივი