logo_geo
ლალი მოროშკინა: ზღვის სანაპიროც გაწმენდილია, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმებულია...
- +

20 სექტემბერი. 2017. 20:23


ჟურნალისტი ლალი მოროშკინა შეკვეთილში ახალ სასტუმროში Paragraph-ში  იმყოფება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხეებიც ადგილზეა, ზღვის სანაპიროც გაწმენდილია, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმებულია, ტურიზმის მექაც გახდება და მეტი რა ქნას ამ ადამიანმა რა?!" - წერს მოროშკინა.


თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. სასტუმრო წელს შემოდგომაზე ოფიციალურად გაიხსნება, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


Paragraph Hotel & Spa Resort-ში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი და ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი.


 

big_banner
არქივი