logo_geo
მალხაზ თოფურია: ზაალ უდუმაშვილის შუბლზეც გატოკდა ძარღვი...
- +

22 სექტემბერი. 2017. 15:02


ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არც ისე ცუდი ბიჭია ზალიკო...

 

2007 წელს, ყველა მონაცემით მიშას დასასრული რომ იკითხებოდა (რომ არა მანამდე არგაგონილი მასშტაბების არჩევნების გაყალბება და სისხლიანი თუ სადისტური რეპრესიები), ზაალ უდუმაშვილის შუბლზეც გატოკდა შუბლის ძარღვი (შეიძლება ჩასაძირად განწირული გემიდან გადამხტარი ვირთხის ინსტინქტიც)... ჰოდა, ზალიკომაც გადაწყვიტა, მიეტოვებინა სიცრუის მანქანა. დიდი ალბათობით, ამას პირდაპირ ეთერში გადაცემისას გააკეთებდა, იტყოდა, რომ არ სურს ამ სიცრუეში მონაწილეობა, არ სურს, იმ მკვლელობების და ყაჩაღობების თანამონაწილე იყოს, არ უნდა მისი შვილები ამ გარეწრების ხელში და ამ ბოროტებაში იზრდებოდნენ, თან სახალხო გმირის მანტიასაც მოისხამდა მომავალი მთავრობების ხელში... მაგრამ გაუგეს ვადაზე ადრე... უახლოესი ძმაკაცი ააგდეს 25-წლიანი მუხლით „ბარიგობაზე"... სამი დღე ისე აწამეს, სისხლს ფსამდა... მერე ზალიკოს მისცეს საშუალება, ენახა ძმაკაცი... მაშინ ზალიკო დათანხმდა, ეცხოვრა სისხლიან, სადისტურ ქვეყანაში, ამავე ქვეყანაში აღეზარდა შვილები... ახლა რაღა უშლისო ხელს? ამას მე ნუ მკითხავთ..." - წერს მალხაზ თოფურია.


 

big_banner
არქივი