logo_geo
ბუბა კუდავა: წარსული ჯანდაბას და, მომავალიც რომ სულ ასე იქნება?
- +

23 სექტემბერი. 2017. 03:18


ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


 

„ერთხელ ერთი უხიაგი კაცი კარგი საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა. ძალიან ცუდად გვეღობებოდა და ძალიან კარგ საქმეში. სრულიად უაზროდ და მისთვისვე უსარგებლოდ.

უმარტივესი საკითხი დიდ და გადაულახავ პრობლემად იქცა.

ბევრი დროის კარგვა, ბევრი ადამიანის ჩართვა, დიდი ძალისხმევა... მაინც არაფერი გამოდიოდა...

- არადა, რა გულსატკენია, აი, ასეთი და ასეთი საქმე ფერხდება სრულიად უაზროდ-მეთქი - მოვუყევი ერთ კაი კაცს. მოვუყევი და შევჩივლე.

- აბა, შენ ეგეთი კაი საქმის გაკეთება დაბრკოლების გარეშე გინდოდაო? - მომიგო მშვიდად და ღიმილით.

სხვა კაი საქმე გამახსენდა და იმან გამახსენა ახლა ეს ამბავი. ის სხვა კაი საქმეც ასე იყო, სულ ბრძოლებით და მაღალ-მაღალი ბარიერებით...

ჰოდა, ახლა ვფიქრობ. ახლა კი არა, ხშირად ვფიქრობ - რა უფრო უხვად დამრჩა ჩვენს ტურფა სამშობლოში გატარებული ცხოვრებიდან:

დაკარგული დრო თუ შეძენილი გამოცდილება?

წარსული ჯანდაბას და, მომავალიც რომ სულ ასე იქნება?

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო..." - წერს ბუბა კუდავა.


 

big_banner
არქივი