logo_geo
სანდრო ბრეგაძე: იბრძოლე და გადაარჩინე შენი სამშობლო - ესაა ცხოვრება და ღირსება!
- +

23 სექტემბერი. 2017. 13:05


 

მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როცა ყველაზე დიდ წმინდანს შეურაცხყოფენ და წმინდა ნინოს კრიმინალ არალეგალებს უტოლებენ - ზიხარ სავარძელში და მშვიდად უყურებ ტელევიზორს. როდესაც არაბებზე და ირანელებზე ქართული მიწის გაყიდვას აკანონებენ  -კვლავ მშვიდად ზიხარ. როდესაც ეკლესიას ანგრევენ და ტერორისტების ბუდედ სახავენ - კვლავ სავარძელში ზიხარ მშვიდად. როდესაც გარყვნილებას და ჰომოსექსუალიზმს პროპაგანდას უწევენ - მაინც მშვიდად ზიხარ სავარძელში. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებელზე) აზიელი მიგრანტების შიშით ქალბატონს მარტო ვერ გაუშვებ - მშვიდად ზიხარ სავარძელში. როდესაც შენს ღირსებას ფეხქვეშ თელავენ - მშვიდად ზიხარ სავარძელში - აი ამის მერე ცოცხალი კი არა, არამედ მკვდარი სული ხარ, ჩაიკეტე შენს ნაჭუჭში და იყავი. ასეთ სიცოცხლეს ფასი არა აქვს! იბრძოლე და გადაარჩინე შენი სამშობლო - ესაა ცხოვრება და ღირსება!" - წერს სანდრო ბრეგაძე.











 

big_banner
არქივი