logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!
- +

9 დეკემბერი. 2016. 12:11





„53 წლის გახდებოდა დღეს ზურა ჟვანია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი წერს და საქართველოს ექს-პრემიერს იხსენებს.

 

„მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა ხვალე ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო... კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა...

 

ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით, მიუხედავად ამისა, არასოდეს გამიბედია, მისთვის საჯაროდ „შენობით" მიმემართა (ამაზე ბრაზობდა :) ).

 

მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს - აი, ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.

 

გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.

მენატრება ხოლმე ზურა.

რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!" - წერს ყანდიაშვილი.




 

big_banner
არქივი