logo_geo
ხათუნა ხოფერია: ზურა 41 წლის დარჩა... ჩვენ ვბერდებით!!!
- +

9 დეკემბერი. 2016. 12:20



 

„ზურა 41 წლის დარჩა ... ჩვენ ვბერდებით!!!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოს ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით წერს.

 

„თავისი ნიჭიერეbით და პიროვნული თვისებებით, მან შეძლოb შეექმნა მთელი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში. კარგი?.. ცუდი?... ამას ისტორია იტყვის! მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი მის გვერდით. მე მეამაყება ყოველი წუთი ზურასთან ყოფნის. იშვიათია ადამიანი, რომელმაც შეძლო, ასე მოკლე დროში, საოცრად ეფექტური ცხოვრებით ეცხოვრა. რომელმაც შეძლო, უამრავი ადამიანისთვის მიეცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, გამოვლენის, უბრალოდ, ნორმალური ცხოვრების!

 

მე შემ მიყვარხარ! მე შენ მენატრები! მე შენით ვამაყობ, ბატონო ზურაბ!

ევროპის მწვანეთა გაერთიანება, თანათავმჯდომარე (1992-1993)

პარტია „გაერთიანებული დემოკრატები", ერთ-ერთი დამფუძნებელი (2002-)

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1995-1999)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1999-2001)

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, გენერალური მდივანი (1993-1997)

საქართველოს მწვანეთა პარტია, ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე (1988-1993)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2004-2005)

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2003-2004)

გარდაიცვალა - 3 თებერვალი, 2005 (41 წლის ასაკში). დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დაბადების დღეს გილოცავ!!!" - წერს ხათუნა ხოფერია.






 

big_banner
არქივი