logo_geo
„რაც ჩემი თვალით ვნახე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა!”- ჯაბა ქარსელაძე გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუაზე
- +

10 დეკემბერი. 2016. 10:40



მომღერალი ჯაბა ქარსელაძე საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის პარიზში შეხვდა. საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ქარსელაძე facebook-ის პირად გვერდზე წერს.

 

„მინდა, გითხრათ ჩემი მოკრძალებული აზრი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტსა და პირველ ლედიზე! გუშინ მქონდა პატივი, შევხვედროდი პარიზში ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანს და გამეცნო პირადად.

 

მათზე ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია, თუმცა, იმან, რაც ჩემი თვალით ვნახე, ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა! ასეთი თბილი, უშუალო, განათლებული და უპოზიტივესი პრეზიდენტი, მე მგონი, არცერთ ქვეყანას არ ჰყავს და მე ამითი ძალიან ვამაყობ და მინდა, რომ თქვენც იამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით!!!

 

პირველ ლედიზე არაფერს აღარ ვამბობ, იმიტომ რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკვე წლებია ვიცნობ და ასეთი სითბო მე ძალიან დიდი ხანია არ მიგრძვნია არცერთი ახალგაცნობილი ადამიანისგან!

 

აქვე მინდა, ძალიან დიდი მალდობა გადაუხადო ჩემს ძალიან კარგ, უნიჭიერეს და უმაგრეს მეგობარ ეკატერინე მიშველაძეს ამ ულამაზესი საღამოსათვის და ერთს დავამატებდი, რომ პრეზიდენტის მთლიანი გუნდა ძალიან შეკრული და ძლიერია", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ჯაბა ქარსელაძე.


 

 

 


 

big_banner
არქივი