logo_geo
„დედების საყურადღებოდ, ვისაც გარდატეხის ასაკში გყავთ შვილები!“
- +

10 დეკემბერი. 2016. 11:46



ლექტორი და პოეტი თამარ ხელაძე სოციალურ ქსელში გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მშობლებს მიმართავს:


„ამ ასაკში ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება გვერდით დგომა და მეგობარი მშობლის სახით. მესმის, რომ საკმაოდ რთულია მათი სურვილებისა და იდეების გაგება, აღქმა და მიღება, მაგრამ ზურგშექცეული ბავშვი, მშობლის სამაგიეროს გადახდის მიზნით, უარესს აკეთებს ან თვითმკვლელობით ამთავრებს, რადგან ვერ უძლებენ გონებრივ ძალადობას.

 

მათი ასაკი ხომ ფრენის ასაკია, იდეების ასაკია, შთაგონების ასაკია. მეგობრობით მეტად შევძლებთ მათი აზრის შეცვლას (თუ რამე არ მოგვწონს) ან გავაკონტროლებთ მაინც, რას აკეთებს. ბევრი მშობელია, რომელიც კარს უხურავს შვილს, რადგან დააგვიანა ან ის ჩაიცვა, რაც დედას არ უნდოდა. ეს არაა გამოსწორების მეთოდი. ეს დარტყმაა მათ ფსიქიკაზე.

 

ეკონტაქტეთ შვილებს, მოეფერეთ, გაამხნევეთ და გაიგეთ ის, რომ დროთა განმავლობაში გემოვნება, აზროვნება, იდეები იცვლება. გავუგოთ, ვემეგობროთ და გვერდით დავუდგეთ ჩვენს შვილებს. ხშირ შემთხვევაში არასწორი ცხოვრების წესის მიზეზი მშობლის ზურგშექცევის შედეგია", - წერს თამარ ხელაძე.

 

 


 

big_banner
არქივი