logo_geo
არჩილ გამზარდია: ვინც თვლის, რომ ხელისუფლების კრიტიკა ნიშნავს მათ ლანძღვას, გთხოვთ, დადუმდეთ
- +

10 დეკემბერი. 2016. 14:25




„აი, რატომ არის საჭირო, კვალიფიციურად აკრიტიკო ხელისუფლება, პირველ რიგში, ამით ხალხს ეხმარები და მერე თავად ხელისუფლებასაც", - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

 

„1. ვაკრიტიკებდი ეს ხანები ხელისუფლებას, რომ ოპტიმიზაცია არ ნიშნავს, პირველ რიგში ადამიანები გაათავისუფლოთ სამსახურებიდან-მეთქი, როგორც პირველად ხელისუფლებამ მისცა დისკურსი იდეას; ცოტა ხანში ჯერ კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ სამსახურიდან დათხოვნა უკიდურესი გადაწყვეტა უნდა იყოსო, შემდეგ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და ა.შ.

 

საბედნიეროდ, კრიტიკამ მოახერხა სწორედ ამ თემაზე აქცენტირება.

 

2. ვაკრიტიკებდი ეს ხანები ხელისუფლებას, რომ დებატებში საერთოდ არ დადიან მმართველი ძალის წარმომადგენლები ტელემედიაში-თქო და რამდენიმე დღეა უკვე დავინახე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ორიოდე არხზე დებატებში.

 

აქაც, საბედნიეროდ, თემატურმა კრიტიკამ მოახერხა, რომ საკითხის აქცენტირება მოახერხა.

 

3. ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას ეს ხანები, რომ მგრძნობელობას კარგავს, რაც ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა-მეთქი, თავად ჩემი ჩამონათვალი, რაზეც ამჟამად დავწერე, უკვე ნიშნავს, რომ მგრძნობელობა არ გამქრალა.

 

ძალიან მახარებს ის მიზეზები, რის გამოც დადებითის აღნიშვნა მიწევს ხელისუფლებასთან მიმართებაში;

 

ხოლო ის ხალხი, ვინც თვლის, რომ ხელისუფლების კრიტიკა ნიშნავს მათ ლანძღვას და მათ წინააღმდეგ წასვლას, გთხოვთ, დადუმდეთ და გვაცადოთ საზოგადოებას მუშაობა, ანალიტიკოსისა თუ ექსპერტის თუ დარგობრივი სპეციალისტის ფუნქცია სწორედ ეს არის", - წერს გამზარდია.

 

 



 

big_banner
არქივი