logo_geo
ზვიად ტომარაძე: ყოჩაღ, სვანებო! თქვენ გენაცვალეთ!
- +

10 დეკემბერი. 2016. 14:51


 


„ყოჩაღ, სვანებო! თქვენ გენაცვალეთ! ბოდიშის მოხდაც ვაჟკაცობაა და ამ კაცსაც გაუმარჯოს, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე წერს და აქვე ვიდეოს ავრცელებს.


"ვინც ამბობს, სვანებმა როგორ გაბედეს და თქვეს: კონსტიტუციაზე მაღლა ჩვენი ადათ–წესებიაო...


1. კანონი (კონსტიტუციაც კანონია, უფრო სწორად უმაღლესი კანონი) ადამიანებისთვის შეიქმნა და არა ადამიანი კანონისთვის.


2. ზოგადად კანონები ადათ–წესებიდან არის აღებული.


3. ამასთან დაკავშირებით ლუციუს სენეკას აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი: “ზოგიერთი დაუწერელი კანონი დაწერილ კანონზე ძლიერია”, - წერს ტომარაძე.











 

big_banner
არქივი