logo_geo
„ვინც არ დამიჯერებს, აკადემიურ წრეებში გაიკითხოს…“ - ვინ იყო სააკაშვილის ბაბუა?
- +

10 დეკემბერი. 2016. 21:14


 

„სახალხო დარბაზის" ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა სავანელი სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს:


გვარად ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის ბაბუა?

მიხეილ სააკაშვილის ბაბუა იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე - მიხეილ სააკოვი, რომლის მამამ სომხური გვარი - სააკიანი - რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში - სააკოვად გადაიკეთა.

ჰოდა, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგე - მიხეილ სააკოვი - ერთ დღეს ცეკაში დაიბარეს და როგორც კკბ-ს აგენტს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორობა დაავალეს, თან გვარის გამოცვლა მოსთხოვეს.

ჰოდა, გამოიცვალა!

ჰოდა, გახდა რექტორი!

ერთი პერიოდი ალიო მირცხულავა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორი იყო. გაზეთში, არც თუ იშვიათად, მიხეილ სააკაშვილის ბაბუა წერილებს აქვყნებდა. ერთხელ სტატია რომ მიიტანა, რედაქტორი არ დახვდა, სტატია დატოვა და სტატიას შემდეგი მინაწერი გაუკეთა:

„ძმაო ალიო, სტატიას რომ გაეცნობი დარწმუნდები, რომ მე სომეხი - გაცილებით უკეთესად ვფლობ ქართულს, ვიდრე ბევრი ქართველი მწერალი."

ბატონებო, ვინც არ დამიჯერებს,  ამის შესახებ აკადემიურ წრეებში გაიკითხოს...", - წერს სავანელი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი