logo_geo
ნინო ჯღარკავა: თეთრი კაბით ავტობუსში იჯდა და ფანჯრიდან გვიღიმოდა...
- +

12 ოქტომბერი. 2017. 11:29



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„ყველა ბავშვს ჰყავს თავის კუმირი, მეც მყავდა - ლიკა ქავჟარაძე! მის ფოტოებს ვაგროვებდი და ჩემს ოთახში მისი პლაკატები მქონდა გაკრული, სულ ორჯერ ვნახე ისეთი ლამაზი, როგორიც მარიტა იყო. სკოლიდან აღლუმზე გავდიოდით, „მარშიროვკებზე", ჩვენს წინ კინოსტუდია იდგა, თეთრი კაბით ავტობუსში იჯდა და ფანჯრიდან გვიღიმოდა ბავშვებს, ვერ გავბედე, ავტოგრაფი მეთხოვა. ისეთი ლამაზი იყო... მეორედ, წლების მერე, ვაკეში, „მზიურთან" მოდიოდა შვილთან ერთად, ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, თმა ცხენის კუდივით მოფსკვნილი, მოდიოდა, არავის უყურებდა... მოდიოდა ისეთი ლამაზი, ქუჩა გაირინდა თითქოს, ვიდექი და თვალს არ ვაცილებდი, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არამიწიერი! ისევ ვერ გავბედე მისვლა. ახლა ვნანობ, უნდა მივსულიყავი და უნდა მეთქვა, როგორ მიყვარდა!.. ხანდახან ერთი სიტყვა, თუნდაც უცნობი ადამიანისგან ნათქვამი, სიყვარულით და სითბოთი სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს! ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი და ვერ დავაფასეთ! სიკვდილის მერე მაინც შევძლებთ, მთელი საქართველო გამოვეთხოვოთ ამ სილამაზეს. თუმცა, ალბათ, მიწის მიყრას მაინც ვერ გავუბედავთ! მშვიდობით, მარიტა!" - წერს ჯღარკავა. 


 

big_banner
არქივი