logo_geo
რუსუდან შარაძე: ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი ლევან თაქთაქიშვილი თავისთვის იდგა... ხმაც არ ამოუღია...
- +

18 ოქტომბერი. 2017. 13:28


აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თავისთვის იდგა, კუთხეში, მართლა კუთხეში და ისიც, შემოსასვლელში, ხმაც არ ამოუღია... ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი და ინიციატორი - ლევან თაქთაქიშვილი.

 

დღეს შევეცადე, ზოგადად და მოკლედ მომეთხრო, თუ რა გადავეცი ეროვნულ ბიბლიოთეკას, მაგრამ კონკრეტულად, რა ძევს ამ ბიბლიოთეკაში, არქივსა თუ ნახატების კოლექციაში, ამის ახსნას ლევან თაქთაქიშვილი სჭირდება, რადგან ის უკეთ იცნობს ჩემს მემკვიდრეობას, ვიდრე მე. უბრალოდ, პროფესია აქვს ასეთი...

 

გპირდებით, რომ ამ საინტერესო ადამიანთან ინტერვიუს ჩავწერ და უამრავ კარგ ისტორიას გაგაცნობთ", - წერს შარაძე. 


 

big_banner
არქივი