logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: გიო, შენ დღეს ორმოცდაერთი წლის გახდი...
- +

18 ოქტომბერი. 2017. 16:09


არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე შვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გიო, შენ დღეს ორმოცდაერთი წლის გახდი... გუშინ საბას დაბადების დღე იყო, ხვალ ფუფას დაბადების დღეა...

 

ის დღე არასდროს დამავიწყდება, საბა რომ დაიბადა, ორი გოგო გყავდა და ნერვიულობდი, ბიჭი გინდოდა... არ მავიწყდება შენი სახე, როცა გაიგე, ბიჭი გეყოლა, მერე კი გამოტყდი და თქვი „გოგო თუ გაჩნდებოდა მესამე, ჯამბული უნდა დაგერქმია, ხომ მკითხავდა, მამა, ეს რა სახელი დამარქვი გოგოსო, იცი, მამი, რატომ დაგარქვი, როგორც შენ მატკინე გული, ისე შენ ატარე ახლა ბაბუის სახელიო"...

 

შენი შვილები საამაყოები არიან და მამას სასახელო შვილები ეზრდება...

 

რა აღარ ვცადე - მარტოობაც ვცადე, მერე ისევ გავერიე მასაში... ახლა ისევ მარტო ვარ, ვერა და ვერ მოვიფიქრე, როგორ მოგიახლოვდე, თუ იმას არ ჩავთვლით, ბუნებრივია და დრო მიდის, თავისთავად ახლოვდება შეხვედრა შენთან... მერე ის მაფიქრებს, რა გითხრა, ხომ მკითხავ არა, - „მამი, რა მოხდა იმის მერე, რაც არ მინახიხარო"... აქ მე პასუხი არა მაქვს. იცი, რატომ?!... ყველაფერი ვიღონე, გამეგო, მაგრამ ვერ გავიგე, იმიტომ კი არა, რომ მეუბნებიან და ვერ ვიგებ, მატყუებენ... ახლა არ მკითხო, ვინო, ყველა მატყუებს, ვისაც არ ეზარება... მე ვარ რა, თუ ამას ყოფნა ჰქვია, მენატრები..." - წერს ჯამბულ გამცემლიძე.


 

big_banner
არქივი