logo_geo
მალხაზ თოფურია: აღარ მოგწონთ არა?! საკუთარ ქეშაობაზე შეყვარებულს, მომავალ თაობაზე ვითომ მზრუნველებს!
- +

12 დეკემბერი. 2016. 00:48


 


აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ავარიები (ფატალური შედეგით), ავადმყოფობები, ომები(რომლის ნაკლებობას არ განვიცდიდით), ლოთობა... ყველა ამ უბედურებას ერთად აღებულს, არ დაუხოცია იმდენი ჩემი თაობის ადამიანი, რაც ნარკოტიკს მარტო! ცოცხლად დარჩენილი, დაზომბებულები, რომლებიც, არც ცოცხლებში წერია, არც მიცვალებულებში კიდევ სხვაა... დაზომბებას გადარჩენილები, მაგრამ ცხოვრება დანგრეულები (ნარკოტიკების გამო) ეგ  კიდევ ცალკე ტრაგედიაა... იმიტომ რომ ვიღაცას პლანის ქიშინი და კისკისი ევასება, ლეგალურად სახალხოდ თავშეყრის ადგილებში უნდა იკისკისოს ( პლანის  გამო დაჭერილი ადამიანი კანონის არსებობის მიუხედავად , რომ არ მოვიტყუო მრავალი  წელია არ გამიგია) კანონები ვიღოთ. თურმე იმაზე, რომ 14 -16 წლის მოზარდი გაეცნოს, რომ, როგორც სასმელი და სიგარეტი ცუდია, მაგრამ კანონიერია ისევეა ნარკოტიკიც! მსუბუქიო... ზოგ ბრძენს უყვარს ამის თქმა...  99% საფლავში ჩაწოლილების „მსუბუქად" იწყებდა. არავის არ დაუწყია პირდაპირ ხარშვა, ჩხერა და ყლაპვა... ეს ტრამპლიანია,  მცირედ აკრძალული ხილიდან - დიად „ნარკომანიის" გზაზე. იმიტომ რომ დაიკანონო სახალხოდ ქეშაობა, არ ღირს, ისედაც ნარკოდაავადებასთან ყოვლად უიმუნიტეტო ერში ეს „დემონ კრატიული" ძალად ლიბერალური წესები ნერგო... ან თუ ვინმეს გონია, მომხმარებელი კაი „პონტშია" იგივე ჰოლანდიაში (სხვა ყველაფერში ხომ დავეწიეთ, კაიფიღა დაგვჩენია თურმე),  ძალიან ცდებით.

 

არა მანქანის მართვის უფლება, არა ოფიციალურ  სამსახურში მუშაობის უფლება, არა სტუდენტობა, არა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჩხერა წევა... სრული არასრულფასოვნება... აა ეგ აღარ მოგწონთ არა? საკუთარ ქეშაობაზე შეყვერებულს, ვითომ მომავალ თაობაზე მზრუნველებს!  მაგრად არ მაინტერესებს ყველა არგუმენტი, რომ ლეგალიზება უნდა ნარკოტიკს. ერთი არგუმენტი მაქვს, სრულიად საკმარისი -  სასაფლაო! რომელიც გადავსებულია  საჯიშე ბიჭებით!", - წერს თოფურია. 


 

big_banner
არქივი