logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სოდომ - გომორი არ გავა
- +

12 დეკემბერი. 2016. 01:21




„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ერთი ვაი ქართველის გაშიშვლებასთან დაკავშირებით  იმედისა" და რუსთავი 2" -ის სიუჟეტები სამარცხვინოა. სვანეთშიც, რაჭაში, გურიაში და თბილისშიც ქუჩაში და საჯარო ადგილებში გაშიშვლება გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ,,პრადვინუტებო''.  ნუ გამოიყვანეთ ეხლა სვანები პაპუასები და ქაჯები. სამსახურში ან სახლში თუ გინდათ გაშიშვლდით და თუ გინდა თვითგვემასა, მაზოხიზმის ათასგავრ ხერხს მიმართეთ. ისე ევროპაში პროსტიტუციაც ლეგაზიბულია, გეი აღლუმები ეწყობა, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებაც დაშვებული, ინცესტი დეკრიმინალიზირებული და აშშ- ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაც მოქმედებს. რა ვქნათ ეხლა ყველა ეს საშინელება გადმოვიღოთ საქართველოში?!

 

ვერასდროს მოაწყობთ ნუდისტურ გარბენებს და მასობრივ გაშიშვლებებს საჯარო სივრცეში. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სოდომ - გომორი არ გავა",- წერს მჟავანაძე. 


 

big_banner
არქივი