logo_geo
გია მაისაშვილი: გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ, რაც სამწუხაროდ, ნაადრევია...
- +

12 დეკემბერი. 2016. 11:01



 

„ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით, გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია, ჩემი სრული გამოჯანმრთელების შესახებ. გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ, რაც სამწუხაროდ, ნაადრევია. იმედია, საბოლოოდ ასეც იქნება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია მაისაშვილი წერს და აქვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა, იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე, რაც დამრჩა. ამდენი კეთილის მსურველის შემყურე არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული, თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ. მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები, თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით, როცა ისინი ასე პატარები, არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამქვეყნად ვართ, ვეცადოთ, იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!" - წერს გია მაისაშვილი.




 

big_banner
არქივი