logo_geo
ნინო ლაბარტყავა: ტანსაცმელი იმიტომ გვაცვია, რომ პირველყოფილი ადამიანებივით არ ვიბოდიალოთ ქუჩაში!
- +

12 დეკემბერი. 2016. 11:16



 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა „facebook"-გვერდზე წერს:

 

დედა, როგორ ამოვიდნენ ესენი ყელში...

აბა, ერთი ვატიკანში წადით და იქ გაიხადეთ და ეკლესიის ფონზე ფოტო გადაიღეთ. ამას რა რეაქციაც მოჰყვება მერე, დეტალურად დაწერეთ ოღონდ!

ან წადით ინგლისში და კულტურული ძეგლების ფონზე გადაიღეთ ტიტვლებმა ფოტოები (სიწმინდეები თქვენ არ გწამთ და ძეგლებით ვილაპარაკოთ, კი ბატონო!). რა რეაქციასაც მიიღებთ ადგილობრივი სამართალდამცავებისგან, ესეც კარგად და მკაფიოდ დაწერეთ მერე!

შიშვლად ყოფნაზე საფრანგეთში რომ 15-ათასევროიან ჯარიმას აგაკრავენ, ამაზე უკვე არაერთხელ დავწერე!

მაინცდამაინც იქ რატომ გინდებათ გახდა-ჩახდა, სადაც იცით, როგორი ადათ-წესებით ცხოვრობს ხალხი და სადაც ამდენი სიწმინდეა?

ესე იგი, ვისაც  სადაც მოუნდება, იქ უნდა გაიხადოს და საკუთარი გენიტალიები საჯაროდ ათამაშოს? რამ გაგაცხოველათ და რამ გაგაგიჟათ? რა ზეზვაობა აგიტყდათ? რომელი საუკუნეა?

გამოდით და ბარემ სახალხოდ დაიწყეთ მოფსმა! გამოდით და ბარემ სახალხოდ დაკავდით სექსით! გამოდით და ბარემ ქუჩაში იარეთ შიშვლებმა!

ვინ როგორ ფოტოს გადაიღებს და ატვირთავს, ეს არავის საქმე არაა, რაზეა საუბარი? ვინ რას შვRება თავის ინტიმურ ცხოვრებაში, ეს არავის საქმე არაა, რაზეა საუბარი?

მაგრამ!

ეს ყველაფერი იმიტომ არის პირადი, რომ არ არის საჯარო და არ უნდა იყოს საჯარო! ტანსაცმელი იმიტომ გვაცვია, რომ საკუთარი გენიტალიები დავფაროთ და პირველყოფილი ადამიანებივით არ ვიბოდიალოთ ქუჩაში!

საკუთარ პირად სივრცეში მე რასაც ვიზამ, ეს ჩემი საქმეა, ისევე, როგორც სხვა რასაც იზამს, ეს მისი საქმეა! ამას არ უნდა დიდი ახსნა-განმარტება!

მაგრამ როცა საზოგადოებაში ხარ, როცა ისეთ ადგილზე ხარ, სადაც იცი ადგილობრივების განწყობები და წეს-ჩვეულებები, კეთილი უნდა ინებო და პატივი სცე იმ საზოგადოებას!

რა არის ამაში სიბნელე" და გაუგებარი?

აღარ გრცხვენიათ საერთოდ არაფრის?

მე არ ვარ მორალისტი, რომ ვინმეს მორალისკენ მოვუწოდო, ყველას ჩვენი გაგება და აღქმა გვაქვს ამ ცნების, მაგრამ არის რაღაც, რაც ზედმეტია და რისი გაკეთებაც ზედმეტია! არის რაღაც ზღვარი, რაც ცხოველებისგან განგვარჩევს ადამიანებს და ამ ზღვარს უკვე ბევრი თქვენგანი ლახავს, ვინც საჯაროდ გაშიშვლებას იწონებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს!

ვაი თქვენს პატრონს უბედურს?!

გახდა-ჩახდა მე ვიცი ინტიმურ სივრცეში და არა საქვეყნოდ!" - წერს ლაბარტყავა.



 

big_banner
არქივი