logo_geo
ხათუნა ხოფერია: მხოლოდ ასე შემიძლია „გავამხნევო“ ევრონაცების ახალი ლიდერები...
- +

23 ოქტომბერი. 2017. 20:31

 

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში  შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი!!!...

მხოლოდ ასე შემიძლია „გავამხნევო" ევრონაცების ახალი (არა და, ძველიდან გადმონაშთი) ლიდერები!

წონითი კატეგორიები ყველა სფეროშია, მათ შორის პოლიტიკაშიც!

როგორც ამ ბოლო არჩევნებმა გამოავლინა, უმაღლეს წონით კატეგორიაში „ქართული ოცნება" მარტო დარჩა. (კარგია თუ ცუდი, ამას დრო გვიჩვენებს). რაც შეეხება დაბალ წონით კატეგორიას, აქ ბევრმა მოიყარა თავი: ნაციონალები, ევრონაციონალები, პატრიოტები, „ლიდერები", გირჩები, და ა.შ.

აჰა, ბურთი და მოედანი! 3 წელი გაქვთ, რომ ერთმანეთს ხმები წაართვათ და რაიმე კატეგორიად ჩამოყალიბდეთ!

აბა, 2020-მდე!

P.S. თავს გაუფრთხილდით! ემანდ, კატეკოგია „და სხვა"-ში არ აღმოჩნდეთ!" - წერს ხოფერია.







 


 

big_banner
არქივი