logo_geo
თეა პერტაია: მტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის მკვლელობის დაბრალება არანაკლები მკვლელობაა!
- +

27 ოქტომბერი. 2017. 00:36


„შევეცდები, უფრო მარტივად დავწერო და განვმარტო. აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩემი პირადი გვერდია და სუბიექტური დამოკიდებულება. შსს-ს ოფიციალური განცხადებები police.ge-ზე ვრცელდება", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.


„და მაინც, თუ ჩემს პირად პოსტებს საკუთარი ინტერპრეტაციების გასამყარებლად იშველიებთ, უმორჩილესად გთხოვთ, კონტექსტიდან ნუ ამოიღებთ სასურველ სიტყვათა წყობას, მოვახდინოთ ზუსტი ციტირება ან მინიმუმ, გამოვიტანოთ აზრი.

როდესაც მე ვწერდი - გამოვრიცხავ ინტერპრეტაციას - აქ საუბარია ფაქტის იმგვარ ინტერპრეტაციაზე, რომელიც იმ მომენტში, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან გავრცელდა.

თუმცა იმავე პოსტსა და თანდართულ კომენტარშიც აღვნიშნავ, რომ უნდა დავლოდებოდით ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს, გვესაუბრა კონკრეტული მტკიცებულებებით. ეს არის ელემენტარული ლოგიკა და აღნიშნულს მკარნახობს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი, რომელიც ყველაზე ვრცელდება, მათ შორის, პოლიციელებზეც.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოინტერვიუებს, შსს-მ შემოგთავაზეთ უშუალოდ პირველადი კონფლიქტის მონაწილეების მიერ მოთხრობილი ამბავი - რა მოხდა მათი ხედვით და როგორ, რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები. აქ მთავარი იყო სწორედ ამბის ქრონოლოგია და არა რესპოდენტების სუბიექტური შეფასებები, თუ როგორ აღწერდნენ რიგ გარემოებებს და პირებს. მოცემული, ბუნებრივია, არ უნდა განვიხილოთ, როგორც სამართლებრივი მტკიცებულება. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და საქმეზე არსებული ყველა მასალაც მას გადაეცა.

და ბოლოს, ჩემი აზრით, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებისთვის მკვლელობის დაბრალება არანაკლები მკვლელობაა. ლინჩის სასამართლო „ლაივში", - წერს პერტაია. 


 

big_banner
არქივი