logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: გამძვინვარებული პროვინციალიზმის კიდევ ერთი გამონათება
- +

27 ოქტომბერი. 2017. 13:02



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„გუშინ სხვა საკითხით ვიყავი მოცული და გამძვინვარებული პროვინციალიზმის კიდევ ერთი გამონათება არ შევიმჩნიე „რუსთავი 2"-ის თანამშრომლის მხრიდან:

 

„ეგებ ეთერშიც მოხვდე", - გამოსცრა კრიტიკისგან ნატკენმა ჟორჟოლიანმა.

 

საინტერესო ისაა, რომ მართლა ასეთ პროვინციულ კლუბად აქცია „რუსთავი 2" მისმა ხელმძღვანელობამ.

 

„ვინც ჩვენზე ცუდს იტყვის, ის ჩვენს ეთერში ვერ მოხვდება, ან შეიძლება დირექტორი შეუვარდეს სტუდიაში ჩუსტებით და მაგრად გალანძღოს".

 

ორი საკითხია აქ საინტერესო:

1) ამ ხალხს მგონი მართლა სჯერა, რომ ჩემი პრობლემაა, „რუსთავი 2" კომენტარს რომ არ მთხოვს, იმიტომ რომ მის რამდენიმე თანამშრომელზე და ხელმძღვანელზე უკიდურესად დაბალი წარმოდგენის ვარ.

 

2) ამ საცოდავი მეთოდით ფიქრობენ კრიტიკოსების მძევლად აყვანას, ეგებ კრიტიკისგან თავი დაიცვან.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

ეთერში არ შემიშვათ კი არა, კომბლებით რომ მდიოთ მთელმა ტელევიზიამ, მაინც იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ და რის გაზიარებასაც საჭიროდ ჩავთვლი.

 

თუ ჩემი კრიტიკის შედეგად, რომელიმე არხი (კანტორა) ბოიკოტს მიცხადებს - მისი პრობლემაა და არა ჩემი.

 

ეგ უბადრუკი მეთოდი ჩემი შანტაჟის იარაღად ვერ გადგებათ - წესით, უნდა მიმხვდარიყავით", - წერს ჩერგოლეიშვილი.







 


 

big_banner
არქივი