logo_geo
ვახტანგ რაზმაძის მიერ აღიძრა №7492801 სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას მიმართ!
- +

27 ოქტომბერი. 2017. 23:36



ზვიად გამსახურდიას მთავრობის  პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„პროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ უღალატა ლეგიტიმურ ხელისუფლებას - პუტჩის დასრულებამდე გადავიდა შეთქმულთა მხარეს და როცა კანონიერი ხელისუფლება თავს იცავდა შეიარაღებული თავდასხმებისაგან, 1992 წლის - 3 იანვარს 20-მდე შეიარაღებული პირის თანხლებით ყაჩაღურად შეიჭრა გენერალური პროკურორის კაბინეტში და თავი გენერალურ პროკურორად გამოაცხადა.

 

1992 წლის - 4 იანვარს, მოღალატე გენერალური პროკურორის, ვ. რაზმაძის მიერ აღიძრა №7492801 სისხლის სამართლის საქმე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ - ამ დროს ზ. გამსახურდიას ხელისუფლება ჯერ კიდევ თბილისში იყო და მძიმე ბრძოლებს ეწეოდა საქართველოში ლეგიტიმურობის გადასარჩენად..."- წერს გუგუშვილი.









 

big_banner
არქივი