logo_geo
თეა პერტაია: ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს „ბაბუს“ ეძახის...
- +

28 ოქტომბერი. 2017. 11:48


„ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს „ბაბუს" ეძახის..." - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ... პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის.

 

მართლაც, ვერტმფრენი, სახელად „ბაბუ" ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია... მაგარი ბაბუა ჰყავს საბას - პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც...

 

ვერტმფრენი „ბაბუ" ხვალ ისევ ცაში აფრინდება..." - წერს პერტაია.


 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი