logo_geo
ანდრო ბარნოვი „ნაციონალებს“: მართლა გჯერათ, რომ ბაქრაძეს მისცემდა ხალხი ხმას?
- +

12 დეკემბერი. 2016. 20:52



საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო რეფორმაციის" დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლითაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. როგორც ბარნოვი წერს, ენმს რამდენიმე წევრს სინდისი, რომ ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს მადლობას უნდა ეუბნებოდნენ.


„ერთი კაცის (ბოკერიას) ერთგულების ნიშნით შეარჩიეთ ე.წ. „ახალი სახეები" და სადაც ხშირად წამგებიანი კანდიდატების დაყენება არჩიეთ ისევდაისევ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ პირადი ერთგულების ტესტი ვერ გაიარა... და ამ ჩამყაყებულ, ულიდერო და უსინათლო გარემოში, სადაც ხალხი ისევდაისევ მხოლოდ მიშას გამო გაქცევდათ საერთოდ ყურადღებას, თქვენ გიკვირთ, რომ მიშა „ნებსით თუ უნებლიედ" ფიგურირებდა საარჩევნო პროცესებში? არაა ეს სასაცილო? სინდისი რომ გქონდეთ, მადლობას არ უნდა ეუბნებოდეთ, რომ ფიგურირებდა? რამდენ ხმას აიღებდით მას რომ არჩევნებამდე გამიჯვნოდით, ერთხელაც არ გიფიქრიათ? თუ მართლა გჯერათ, რომ ბაქრაძეს მისცემდა ხალხი ხმას?

 

თქვენ მართლა გგონიათ, რომ პროკურორად ოთო კახიძე რომ დაგესახელებინათ, ან გაბაშვილის პრემიერობას რომ დაპირებოდით ხალხს, ასე მოიგებდით არჩევნებს? რა დაგემართათ მართლა? ასეთი დაბალი აზრის არ ვიყავი არასოდეს თქვენს ინტელექტზე და მე ვცდებოდი თუ რამე ახალი დამალული მიზეზია ახლა?",- წერს ბარნოვი.



 

big_banner
არქივი