logo_geo
„კულტურული ადამიანი არასდროს მოიქცევა თქვენთან სახლში ისე, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ“
- +

12 დეკემბერი. 2016. 22:44


 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„სინამდვილეში, ქართველ ჟურნალისტებს ერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისური ბაზობრივი თვისება რომ გააჩნდეთ, google-ზე  სრულიად მარტივი მანიპულაციით აღმოაჩენდნმენ, რომ არსებობს მსოფლიო ბრიყვ და გოიმ ტუისტთა რაღაც „საიდუმლო სინდიკატი", რომელის წევრებიმხოლოდ იმისთვის მოგზაურობენ რომ რაც შეიზლება მეტი მონუმენტისა და ცნობილი პეიზაჟის ფონზე გადაიღონ შიშველი ფოტოები და მერე ისტაგრამზე გამოფინონ. ამაზე საკმაოდ ხშირად იწერება დასავლურ პრესაში. მხოლოდ ქართული პრესა მოგეხსენებათ დასავლურ პრესსთან მწყრალად არის.

 

ქართველი დამწყები ეგზიბიციონისტი (და არა ნუდისტი ) ტურისტები იმას აკეთებენ რაც და როგორც შეუძლიათ - ტაჯმაჰალში და პირამიდებთან ფოტოსეანსების მოწყობა არც თუ იაფი და ადვილია( შეიზლება ვინმე „გაუნათლებელმა" ბედუინმა ძალიან თუ მოეწონე საკუთარ ჰარამხანაშიც გიკრას თავი) ამიტომ ჯერ სვანეთში, ხევსურეთში და თუშეთში ხურდებიან!

 

...

 

ასეთი ტურისტები გოიმები და ქაჯები კი იმიტომ არიან, რომ ჯერათ, რადგან რამდენიმე ათეულ დოლარს დახარჯავენ ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ნაყიდი აქვთ და რაც მოესურვებათ ყველაფრის გაკეტების უფლება აქვთ... ხშირად იმისაც კი რასაც შინ არ აკეთებენ...

 

კულტურული ადამიანი არასდროს მოიქცევა თქვენთან სახლში ისე, რომ თქვენვე- მასპინძელი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ - მით უმეტეს რაღაც სრულიად გაუგებარი პროგრესულობის სახელით!

 

და საერთოდ ნუ გაუჭირეთ ამ სვანებს საქმე. არ სიამოვნებს ამ ხალხს ტიტველი ეგზიბისიონისტების ტანტალი და ვისაც აუცილებლად უშბის ფონზე გნებვთ გენიტალიების განიავება მზად იყავით იმისთვის რომ ერთხელაც კბილებს დაგამტვრევენ, მერე კი წადით და ამტკიცეთ რომ სვანები ჩამორჩენილი ხალხია...

 

სხვათაშორის ერთხელ კორსიკაზე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გააგდო ორმა კორსიკელმა პანჩურით პლაჟიდან ასე სამოც წლამდე სრულიად შიშველი გერმანული წყვილი, - მაინცა და მაინც სახალხოდ რომ მოუნდათ ქვიშაში ჰარდკორი... უყვართ გერმანელების ერთ ნაწილს ასეთი რაღაცეები, თავიანთი ბანჯგვლიანი სხეულების გამოფენა, უდანაშაულო დამსვენებლებისა და ბავშვების თვალწინ.

 

აი ამ სტატიაში (http://www.huffingtonpost.fr/2015/06/11/poser-nu-une-nouvelle-pratique-touristique-a-risque/)  აღწერილია რამდენიმე შემთხვევა სხვადასხვა ქვეყნებში, თუ როგორ დაისაჯნენ ტურისტები ზუსტად იმისთვის, რის გამოც სვანებმა უბრალოდ ბოდიში მოახდევინეს.ზოგიერთი თქვენთაგანი ალბათ მეტყვით რომ მალაზია, პერუ, კამბოჯა რა ჩვენი შესადარებელი ქვეყნებიაო... კი ბატონო... საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... მე ჩემი გითხარით, სტატიაც მოგაწოდეთ... დანარჩენი თქვენ იცით და თენგო გოგოტიშვილმა...",- წერს ქურდაძე.


 

big_banner
არქივი