logo_geo
ნინო ლაბარტყავა: მეტი არ მინდა ვინმე გამომიხტეთ – რატო გიკეთია ISI-ს დროშიანი სამკლაურიო?!
- +

1 ნოემბერი. 2017. 21:48


ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვყენებს:


„ისე, რომელიმე ეთერში „ისლამური სახელმწიფოს" დროშიანი სამკლაური უნდა გავიკეთო იმის ნიშნად, რომ ვგმობ ტერორიზმს, ძალადობას და კონკრეტულად ამ დაჯგუფების მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს.

 

მეტი არ მინდა ვინმე გამომიხტეთ მერე - რატო გიკეთია „აისისის" დროშიანი სამკლაურიო? ეგ ხომ კონკრეტული ტერორისტული დაჯგუფების პროპაგანდააო?

თუ კაშიას ლგბტ სამკლაური ნიშნავს იმას, რომ ის გმობს ლგბტ პირების მიმართ ძალადობას, დისკრიმინაციას და თუ მისი საქციელი არ ითვლება ლგბტ საკითხების პროპაგანდად, მაშინ მე, ძმაო, „აისისის" დროშიაინი სამკლაურით დავჯდები რომელიმე ეთერში, იგივე პრინციპით - ვგმობ ტერორიზმს და ძალადობას...

P.S. - თან არც არავინ არ დამაძალებს ამის გაკეთებას და არც გადაცემის საგრიმიოროში დამხვდება ესეთი სამკლაური, რომ უი, ნახე როგორ დევს? მოდი, გავიკეთებ-თქო", - წერს ლაბარტყავა. 


 

big_banner
არქივი