logo_geo
შოთა გლურჯიძე: მეც ვგმობ ძალადობას, მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შანტაჟს...
- +

1 ნოემბერი. 2017. 22:02


მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მეც ვგმობ ძალადობას, მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შანტაჟს, რომელიც ჩემი აზრით განხორციელდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის ლ.გ.ბ.ტ. აქტივისტი ხელმძღვანელობის მიერ!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი უნდა დაიცვას ქართველი ფეხბურთელები მსგავსი ზეწოლებისაგან და არა აკეთოს სრულიად სამარცხვინო და იდიოტური „ლ.გ.ბ.ტ. ქამინგ-აუტები" ვითომდა მის მხარდასაჭერად!" - წერს გლურჯიძე. 


 

big_banner
არქივი