logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: დღემდე ვერ გავიგე, სინამდვილეში ვინ არის გიორგი მარგველაშვილი...
- +

13 დეკემბერი. 2016. 01:52



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღემდე ვერ გავიგე, სინამდვილეში ვინ არის გიორგი მარგველაშვილი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, თუ ჩემი ქვეყნის თავის ტკივილი?!...

 

.. ბოლოს და ბოლოს, თუ ნორმალური ადამიანი ხარ და მინიმუმ კაი კაცობაზე მაინც გაქვს პრეტენზია, მაშინ გაბედე და გვითხარი, გაგვაგებიე, რატომ გინდა შენ, - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარტო მუშაობა?... რა იყო, არ გევასება გუნდური მუშაობა, თუ არასრულფასოვნების კომპლექსი გკლავს და გტანჯავს?..

 

სანამ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ქვეყნის პრემიერი, თქვენ და თქვენი სულით მახინჯი მხარდამჭერები, კონკრეტულად კი 3%-იანი „რესპები", ღიად თუ ფარულად, ყველა მას რომ ებრძოდით და თქვენს სულელურ გამოხდომებს, ერთხმად მის ხისტ ხასიათს რომ აბრალებდით და ახლა რა ხდება???.. ახლა ხომ არ არის ღარიბაშვილი პრემიერი და რა ჭირი გეტაკათ? ახლა მაინც ხომ გვყავს, უაღრესად გაწონასწორებული და მოწესრიგებული პრემიერი, და რატომ ვერ ეწყობით კვირიკაშვილს, რას უწუნებთ?... აბა, მიდით ჩამოთვალეთ და დააკონკრეტეთ???... რის დამკონკრეტებელი თქვენა ხართ? ანდა რა უნდა თქვათ? რა გაქვთ სათქმელი?..

 

ისე, მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ბოლომდე საპრეზიდენტო ვადა ვერ ამოწუროთ?!.... დააჩქარეთ მაინც პროცესები, დაიღალნენ თქვენი მეგობრები ლოდინით, გელოდებიან ბიჭები: - „რესპები", „ნაცები", „გირჩები", მაჩვები... აუუუ, ხომ აშენდებიან დაშლილ-დანგრეული „ნაციონალები", თქვენნაირი ძლიერი და ფხიანი ვაჟკაცი რომ ლიდერად ეყოლებათ, მათ რომ გაუძღვებით და ყოჩივით სათავეში, რომ დაუდგები აა?..",- წერს ლიპარტელიანი.




 

big_banner
არქივი