logo_geo
ზაზა დავითაია: ვანო მერაბიშვილის გამოშვებაზე ლაპარაკობთ? აზრადაც კი არ გაივლოთ!
- +

2 ნოემბერი. 2017. 12:35



ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხომ არ გაგიჟდით!

 

ვანო მერაბიშვილის გამოშვებაზე ლაპარაკობთ? სააკოვი და მერაბიშვილი მთავარი დამკვეთები არიან ჩემი და 12 ადამიანის სრულიად უდანაშაულოდ დაპატიმრებისა!!!

 

სწორედ მერაბიშვილმა დაგეგმა და გამოფინა ყალბი მტკიცებულებები, თითქოს შეიარაღებულ გადატრიალებას ვგეგმავდით და ვახდენდით! კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რაც პროკურატურამ უკვე გამოიძია და აღიარა! კონკრეტული მოწმეები ადებენ ხელს!!!

 

12-დან 2 კაცი - თემურ ჟორჟოლიანი და რეზო ბულია უკვე მოგვიკვდა, რაშიც სააკოვი და მერაბიშვილი მთავრი დამნაშავეები არიან!!! ნუთუ ამ ქვეყანაში მარტო სამართლის კი არა, სიცოცხლის მიმართაც ფარდობითი დამოკიდებულებაა?

 

არ გაბედოთ! აზრადაც კი არ გაივლოთ!" - წერს დავითაია. 


 

big_banner
არქივი