logo_geo
მიხეილ აბაიშვილი: რამე გამომრჩა? გურამ კაშიას რა და რომელ დამსახურებაზეა ლაპარაკი?
- +

2 ნოემბერი. 2017. 14:24



საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასიციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი გურამ კაშიას შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი იმისათვის, რომ ქართული სპორტული ჟურნალისტიკის დონე ცოტათი მაინც მივუახლოვოთ საჭირო სტანდარტებს. დღეს გულზე მჯიღების ცემით გამოდის არაერთი ქართველი ჟურნალისტი და იძახის - „მხარი დავუჭიროთ გურამ კაშიას, მას უდიდესი დამსახურება აქვს ქართული ფეხბურთის წინაშე". გურამ კაშიასადმი ჩემი მართლაც დიდი პატივისცემის მიუხედავად, როგორ, რამე გამომრჩა? რა და რომელ დამსახურებაზეა საუბარი?  საქართველოს ნაკრებმა მასთან ერთად რამე მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო? თუ თუნდაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს თავი დავანებოთ, პლეი-ოფის ეტაპზე გავიდა? რაღაც არაფერი მახსენდება ასეთი. ქართული ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს ბორის პაიჭაძეს, სლავა მეტრეველს, მიშა მესხს, მურთაზ ხურცილავას, საშა ჩივაძეს, დავით ყიფიანს, ვოვა გუცაევს, ვიტალი დარასელიას, თენგიზ სულაქველიძეს, რამაზ შენგელიას, ოთარ გაბელიას, კახა კალაძეს და ეს სია კიდევ ძალიან დიდხანს შემიძლია გავაგრძელო. ოღონდ ამ სიაში ვერანაირად ვერ შევიყვან გურამ კაშიას, რომლის დამსახურებაც, შედეგების თვალსაზრისით, მხოლოდ ისაა, რომ გამოძახებისთანავე ეროვნულ ნაკრებში დიდი სიხარულით მოიჩქარის. ეს ძალიან კარგია, ქართულ რეალობაში სამადლობელიცაა, მაგრამ  ვერამც და ვერამც ქართული ფეხბურთის წინაშე დამსახურებად ვერ ჩაითვლება. მით უმეტეს, აბსოლუტურად კატასტროფული შედეგების ფონზე", - აცხადებს აბაიშვილი.




 

big_banner
არქივი