logo_geo
„შემოდის, იღებს წიგნს და იწყებს კითხვას და გადის მაღაზიიდან“ - პატარა ბიჭის საოცარი ისტორია!
- +

2 ნოემბერი. 2017. 22:35



„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" facebook-ის საკუთარ გერდზე ერთ-ერთი მომხმარებლის საოცარ ისტორიას აქვეყნებს.


„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭუნა ჩვენი ახალი მაღაზიის ხშირი სტუმარია, მისი სახელი არ ვიცით. კვირაში რამდენჯერმე შემოდის, ჩვენს თანამშრომლებს ესალმება, თაროდან იღებს "საოცრებას" და იწყებს კითხვას და ისე გადის მაღაზიიდან, ვერც კი ვამჩნევთ.

 

შევეცადეთ ფოტო ჩუმად გადაგვეღო და სახე არ გამოგვეჩინა, რომ არ დაიმორცხვოს და მოერიდოს მაღაზიაში შემოსვლა ხოლმე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


გამომცემლობა ასევე იუწყება, რომ ისინი აპირებენ პატარა მკითხველს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთონ. 


 

big_banner
არქივი