logo_geo
ნინო ჯღარკავა: თემურ მურღულიას მსგავსი კადრები ძალიან ცოტა იყო და არის პოლიციაში!
- +

4 ნოემბერი. 2017. 17:29

 

 

„ძალიან გამიხარდა, რომ პრესის ფურცლებით მიულოცეს მართლაც ღირსეულ პოლიციის გენერალს თემურ მურღულიას საიუბილეო თარიღი!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ღვაწლი კრიმინალებთან და დანაშაულთან ბრძოლაში. ჩემგან ძალიან უხერხულია მისი ქება, რადგან ჩემი უახლოესი ნათესავია, მაგრამ ამაყად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თემურ მურღულიას მსგავსი კადრები ძალიან ცოტა იყო და არის პოლიციაში! დიდხანს გვყავდე, გიორგევიჩ, გვიყვარხარ! 7 ნოემბერს 60 წელი შეუსრულდება!" - წერს ნინო ჯღარკავა.









 

big_banner
არქივი