logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: შენ ის „ჟურნალისტი“ არა ხარ, „იმედის“ დარბევას რომ მიესალმე?!
- +

6 ნოემბერი. 2017. 15:10



ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„15 წლის შემდეგ რომ მკითხონ, შენ ის კაცი არა ხარ, ეთერში კორკოტაშვილს რომ იწვევდიო, შემრცხვება. ამიტომაც არ ვიწვევო, - განაცხადა პაიჭაძემ კვესიტაძის გადაცემაში.

 

მე ახლავე ვეკითხები დავით პაიჭაძეს:

შენ ის „ჟურნალისტი" არა ხარ, „იმედის" დარბევას რომ მიესალმე?!

დავიჯერო, შერცხვება?

 

*

მაშინ საპასუხო წერილი გაზეთ „24 საათში" მივიტანე.

არ დაბეჭდეს (ცხადია, მიშას შიშით)...

„რეზონანსში" წავიღე.

ლაშა ტუღუშსაც არ უნდოდა დაბეჭდვა.

ჩვენი მაშინდელი დიალოგის ფრაგმენტი:

- მაშინ რით განსხვავდებით „24 საათისაგან?"

- შეურაცხყოფას მაყენებ.

- რატომ?

- აბა, „24 საათს" მადარებ და...

- თუ მათსავით მოიქცევი, ცხადია, მათნაირი იქნები.

ბოლოს მაინც დაბეჭდა, ოღონდ, ასეთი მინაწერი დაურთო:

„სამწუხაროდ, ბატონმა დავით პაიჭაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა"...

იმდენად ეშინოდათ პაიჭაძის (ანუ მიშასი!), რომ ჩემი სტატია წინასწარ გააცნეს(?!).

მას შემდეგ 10 წელი გავიდა.

პაიჭაძეს, ალბათ, 5 წლის შემდეგ შერცხვება...

 

*

დღევანდელ გადაცემაში ყველაზე ღირსეულად მაკა რაზმაძე გამოჩნდა. კვესიტაძე, ალბათ, ნანობს, რომ მიიწვია. სხვათა შორის, იმედი არც იაგო ხვიჩიამ გაუმართლა..

 

*

და კიდევ: კორკოტას მხარდამჭერი არავის ვეგონო. მისი ქცევა ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც პაიჭაძისა და კვესიტაძის „ჟურნალისტობა"... - წერს ჭუმბურიძე.









 


 

big_banner
არქივი